კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. თუმცა ძალაშია რეგულაცია კვების ობიექტებისათვის, – მათ ფუნქციონირება შუაღამემდე შეუძლიათ. ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე კი, ე.წ. მიტანის სერვისზე იმუშავებენ. ამასთან, ისევ აკრძალულია სოციალური ღონისძიებების მოწყობა ათზე მეტი პირის თავშეყრით. დაუშვებელია მასობრივი გასართობი ღონისძიებებიც. როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, დარჩენილი რეგულაციების გაუქმება ეპიდემიოლოგიური ვითარებაზეა დამოკიდებული.