ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ. ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან და პოლიციისგან ელოდებიან ნებართვას, რომ ადგილზე კარავი გაშალონ. მათ უკვე სცადეს ორი კარვის გაშლა, თუმცა, კარვები მათ სამართალდამცველებმა დროებით ჩამოართვეს.
აქციის მონაწილეები, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრის, სასტუმროსა და სხვა ობიექტების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ შეზღუდვები მხოლოდ ეპიდვითარების შესაბამისად დაწესდეს და იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, შეზღუდვები მოიხსნას.