შეზღუდვების დარღვევის ფაქტები

დაწესებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბოლო 24 საათში დარღვევების 1 567 ფაქტი გამოვლინდა. დაჯარიმდა 137 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 20-ლარიანი სანქცია დაეკისრა 1287 პირს, რომლებიც პირბადეს არ ატარებდნენ. ამ წესის განმეორებით დარღვევისთვის კი 141 მოქალაქე დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

მოამბე