თბილისში მდებარე 76-ე საბავშვო ბაღთან საპროტესტო აქციები დაიწყო.
მესამე თვეა, სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელებს ვერ იღებს. სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღში მას შემდეგ შეწყდა, რაც დაწესებულებაში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იგრძნეს. გამომწვევი მიზეზის და რისკების დასადგენად ბაღში სპეციალური კვლევები ახლაც მიმდინარეობს. წინასწარი ვერსიით, შესაძლოა სპეციფიკური სუნი ბიოგაზს უკავშირდებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღი 44 წლის წინ, ძველი ნაგავსაყრელის ადგილზე აშენდა.