თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში

ჩუღურეთის რაიონს თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშო ბაღი შეემატა. 125-ე საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მისი მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. საბავშვო ბაღი დღეს კახა კალაძემ დაათვალიერა.