ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებებით დახვდნენ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, 60 000-მდე აღსაზრდელს თბილისის ბაგა-ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდათ, ასევე დაემატა ახალი ბაღები. ერთ-ერთი არის სამგორის რაიონში N 130 საბავშვო ბაღი, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.