გამწვანების სამუშაოები

თბილისის №169 საბავშვო ბაღის ეზოში სხვადასხვა სახეობის 150-ამდე ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების სამუშაოები თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში შესრულდა. პროცესში აღმზრდელებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. გამწვანების სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება თბილისის სხვა სკოლამდელ დაწესებულებებშიც.