პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატი სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტს სამართლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაულის ჩადენა. მისივე თქმით, შეწყალების თაობაზე განცხადებით მათ ჯერ კიდევ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოკლული პოლიციელის მეუღლე არ იყო დევაძის შეწყალების წინააღმდეგი, მათ მეორედ შეეწყალებაზე მოთხოვნა უკვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზე შეიტანეს.
როგორც დევაძის უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინანიებს დანაშაულს და სამომავლოდ სპორტული კარიერის გაგრძელებასაც გეგმავს.