პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აქედან ოთხი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.