პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმრების ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება.

იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, ამ დროისათვის უცნობია.

თემაზე დღეს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა. ჟურნალისტების კითხვას ამჯერად საპარტრიაქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რაც საპატრიაქროზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა და ახლა გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა.