თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ნიკა მელია თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი, კოალიციური კაბინეტის დასახელებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს. კოალიციური კაბინეტების ფორმირების მიზნით მოლაპარაკებებისთვის, ოპოზიციის ნაწილი მზად არის. „ქართული ოცნების“ შეფასებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის წინ ოპოზიციური პარტიების ხმების მობილიზებას ცდილობს, რაც არჩევნებზე მაინც უშედეგოდ დასრულდება.