პალესტინასა და თურქეთში გლოვაა გამოცხადებული.
ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმთან პალესტინელების შეტაკებებს ბოლო ორ დღეში 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. ისლამური სამყაროს ნაწილი ისრაელს მუსლიმთა ხოცვაში ადანაშაულებს, შეერთებული შტატები კი მიმდინარე დრამატულ პროცესებში პასუხისმგებლობას სუნიტურ რადიკალურ ორგანიზაცია „ჰამასს“ აკისრებს.
საპროტესტო აქციები 30 მარტს დაიწყო, ესკალაცია კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას მოჰყვა.