მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის დაწყება იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და მუსლიმ მომლოცველებს შორის დაპირისპირებით გაგრძელდა.
ალ-აქსას მეჩეთთან დილიდან 60 ათასზე მეტი მუსლიმი მომლოცველი მივიდა.
დაპირისპირების შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა.
იორდანიის ხელისუფლებამ დაძაბულობის ზრდასა და ძალადობაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.