პრემიერმა მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჩვენი ვალდებულებაა, ეს ტრადიციები მომავალ თაობებს გადავცეთ“.

დღესასწაული მორწმუნეებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმაც მიულოცა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება.

დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.