ყურბან-ბაირამის დღესასწაული

ყურბან-ბაირამის დღესასწაული ადგილობრივებს მუნიციპალიტეტმაც მიულოცა. მერის მოვალეობის შემსრულებელმა 80-მდე ოჯახს დახმარება გადასცა.

დღესასწაული მარნეულელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც მიულოცა.ის იმამ ალის მეჩეთში მორწმუნეებთან ერთად ლოცვას დაესწრო. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს.

ყურბან-ბაირამობა ​მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.