დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან

იერუსალიმში მდებარე ისტორიულ ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. ისრაელის მთავრობის მიერ პელესტინელების გასახლების გამო დაწყებული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. არიან დაშავებულები. პალესტინის ავტონომიის ლიდერი კი ისრაელის დასჯას ითხოვს.

ოფიციალური თელ-ავივის ქმედებებს გმობენ თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები. ისრაელში ბევრი შიშობს, რომ ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს.