„შენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით, სამოქალაქო საზოგადოება 9 დეკემბერს მარშს გამართავს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. მარში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნება. ორგანიზატორების განცხადებით, ამ დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება, რომელიც გინესის რეკორდებში შევა. მათივე თქმით, 12 ვარსკვლავი სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერება.