ტრაგედია სვანეთში.
თეთნულდზე სამი იტალიელი ტურისტი დაიღუპა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმციით 10 კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ოთხი ადამიანი სტიქიას უვნებელი გადაურჩა. თოვლის მასამ ექვსი იტალიელი ტურისტი მოიყოლა. სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანა, მესამეს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ სამი ტურისტი მაშველებს ადგილზე უკვე დაღუპული დახვდათ.
მთის კურორტების კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით დაემორჩილონ სასრიალო ტრასებზე არსებულ მონიშვნას და არ გადავიდნენ აკრძალულ ზონებში.