საქართველო იტალიელი მოგზაურების ტურისტულ რუკაზე

მეტი ტურისტი და მეტი შემოსავლები ქვეყანას – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მორიგ მარკეტინგულ პროექტს ახორციელებს, რომლითაც სვანეთს ევროპული საზოგადოება უკეთ გაიცნობს. რამდენიმე დღეა, საქართველოში იტალიელი ჟურნალისტები იმყოფებიან, რომლებიც სვანეთის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან და სატელევიზიო და ბეჭდური მედიის საშუალებით თავიანთ შთაბეჭდილებებს მილიონობით მოგზაურს გაუზიარებენ. ძირითადი აქცენტი ზამთრის კურორტებზეა, პრესტურის მონაწილეები სათხილამურო ტრასებს აფასებენ და იტალიასთან შედარებებსაც აკეთებენ.