ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული თემქაზე, ზღვის უბანში. ე.წ. არაშენდას კორპუსთან, ცოტა ხნის წინ, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ჩავარდნისას ლიფტში ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა მათგანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დაშავებულს კი, დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს და მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა. კორპუსთან კი ისევ სამართალდამცველები მუშაობენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.