აქცია მშენებლობის წინააღმდეგ

თემქაზე, ჩარგლის ქუჩის 79 ნომერში მაცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების განცხადებით 5-სართულიანი კორპუსი, სადაც ცხოვრობენ  მაღალსართულიანი კორპუსების ალყაში ექცევა, რაც სხვადასხვა პრობლემას ქმნის. მიმდებარე ტერიტორიაზე მშნებლობის შეჩერებას ისინი დეკემბრიდან აპროტესტებენ და ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და კომპრომისულ ვარიანტად მშენებლობის კოეფიციენტის შემცირებას სთავაზობს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები სამშენებლო მანქანებისთვის გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადგილზე იმყოფებოდა „ლელოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა ჩერქეზიშვილი. მისი განცხადებით, მერია ქაოტურად გასცემს მშენებლობებზე ნებართვას და არ არსებობს ქალაქის დაგეგმარების პროექტი. თბილისის მერიის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა კანონის შესაბამისად არის გაცემული.

დატოვე კომენტარი