მკვლელობა თბილისში

პოლიცია 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს.

თემქაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოკლულის ცხედარი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ადგილზე მეხანძრეები ხანძრის ჩასაქრობად შევიდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა ცეცხლი დანაშაულის დაფარვის მიზნით განზრახ გააჩინა. როგორც ირკვევა, დამნაშავემ სახლი გარედან ჩაკეტა და გასაღებიც თან წაიღო. გამქრალია ძვირფასეულობაც, რომელიც, როგორც ახლობლების მონაყოლიდან ირკვევა, სახლში რამდენიმე დღის წინ მიიტანეს.