პარკის მშენებლობა თემქაზე

თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. ტერიტორიაზე დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში კი, პარკის 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა. ასევე აშენდება კაფე, მედიათეკა, ბელვედერი. მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ურბანული მეურნეობის ზონა. ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს, დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მოამბე