თბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.
შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.