2023 წლიდან ძალაში შედის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას შეეხება. მათ შორის, ცივი იარაღის ტარებისთვის კანონდამრღვევი 200-ის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
ცვლილებები შეეხებათ პენსიონრებსაც. თუ აქამდე საპენსიო სესხის ზედა ზღვარი 36 % იყო, ის 26 %-მდე მცირდება.
მიმდინარე წლიდან სახელმწიფო ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ღირებულების ზედა ზღვარსაც დაადგენს, რაც წამლის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას კრძალავს.
კიდევ რა ცვლილელები იგეგემება 2023-ში – თეონა მანაგაძე დეტალებით.