საბაგირო სადგურზე დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა მაშველებმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მოთხილამურეები გუდაურის ტრავმატოლოგიურ პუნქტში გადაიყვანეს.
გუდაურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ადგილზეა ჩასული მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.
საბაგიროს გაუმართავობის მიზეზის დადგენას მწარმოებელი კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენელიც შეეცდება, რომელიც აცხადებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება – გურამ როგავა მუშაობს გუდაურში.