გუდაურში დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

18:03, 18.03.2018

გუდაურში დაშავებული ტურისტების  მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ოთხი, ხოლო მედი ქლაბ ჯორჯიაში ერთი პაციენტი იმყოფება.

პალატაშია გადაყვანილი უკრაინელი ტურისტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები და მათი ახლობლები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მოინახულა.

მსგავსი