გუდაურში მომხდარის შესასწავლად უცხოელ სპეციალისტებს საქართველოში დღეს ელოდებიან - ბოლო ინფორმაცია გუდაურიდან

გუდაურში მომხდარის შესასწავლად, უცხოელ სპეციალისტებს საქართველოში დღეს საღამოს ელოდებიან. საექსპერტო კომპანია ,,ბიურო ვერიტასის წარმომადგენლები გამოძიების პროცესში, სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან ჩაერთვებიან. გუდაურში გეგმავენ ჩასვლას ,,დოპელმაიერის წარმომადგენლებიც, ეს არის კომპანია, რომელმაც ზამთრის კურორტზე საბაგირო დაამონტაჟა.

მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ენერგოომბუდსმენმა. ამ დროისთვის საძელეს საბაგირო გზა და მისი სადგურები დალუქულია.

როგორია ბოლო ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, გენო ოსიყმაშვილი გვერთვება გუდაურიდან.