ქალაქ ფოთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.