შემოსავლების სამსახურმა ოზურგეთის ბაზარში თუთუნის გამყიდველებს პროდუქცია ჩამოართვა
შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში თუთუნის გამყიდველებს პროდუქცია ჩამოართვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ კანონმდებლობა მათ სასარგებლოდ არ მუშაობს და პრობლემები სახელმწიფო სამსახურების არასწორი მუშაობის გამო ექმნებათ.
ოზურგეთის შემოსავლების სამსახურში ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა, პირად საუბარში გვითხრეს, რომ როდესაც თუთუნი სპეციალური შეფუთვის გარეშეა, მისი რეალიზაცია კანონით აკრძალულია.