„უნიკალური ქართული გემო“ - გამოფენა-გაყიდვა

აგრარული ბაზარი, სახელწოდებით – „უნიკალური ქართული გემო“ წელს პირველად გაიხსნა. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია აგროპროდუქტები, რომელთა უნიკალურ გემოვნურ თვისებებს მათი ადგილწარმოშობა – ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები განსაზღვრავს.

პროექტში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი. გამოფენა-გაყიდვაზე მსურველებს დეგუსტაციის საშუალებაც ეძლევათ. ორდღიანი აგრარული ბაზარი ევროკავშირისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. აგრარული ბაზარი „დედაენის ბაღში“ დღეს გაიხსნა და ხვალაც გაგრძელდება.