„ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში ორგანიზაცია „ჯისაკისა“ და „ჯეოქეისის“ გუნდმა გასვლითი შეხვედრა ახალციხეში გამართა. ექსპერტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ. პროექტის მიზანია საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირება და დაპირისპირებული მხარეების მიერ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საერთო დღის წესრიგის შექმნაზე ზრუნვა. რეგიონებში შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება.