თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რიგით მეშვიდე, რეგიონული შეხვედრა გორში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმოადგინეს.
გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.