შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გემის ვიზიტის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნების მუშაობა უსაფრთხოების მიმართულებით. იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.
მოამბე