ბრიტანეთის ელჩის პოზიცია

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტი. ასე რომ ყველაფერი, რაც ანადგურებს, ზღუდავს ან აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შესაძლებლობას, არის ის, რის გამოც ჩვენ ვიქნებოდით უკიდურესად შეშფოთებულები“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მარკ კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძლიერი მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში.