შეხვედრა სამონადირეო მეურნეობების მოწყობის საკითხზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯუმათის სატყეო უბანში არსებულ 625 ჰექტარ ფართობზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს, სამომავლოდ ღონისძიებებზე იმსჯელეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ადგილობრივი თემისა და მონადირეების ინიციატივით დაიწყო.