გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პროცესი უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურები ცდილობენ აღადგინონ იმ სოფლებამდე მისასვლელი გზები, რომლებიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ერთ-ერთი ყველაზე რთული ლოკაცია სოფელი ქვედა მამათია, სადაც ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის დახმარებით, გზების გაყვანა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.

რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე? – შალვა სუმბაძე სტიქიის ზონიდან პირდაპირ ეთერში.