ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია 4 ადმინისტრაციულ ერთეულშია დაწყებული. სოფელ სუფსაში კი ახალი შენდება, რისთვისაც ჯამში 170 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

შენობები თანამედროვე ტექნიკითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.

დატოვე კომენტარი