ხმაური ლანჩხუთის საკრებულოში

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა, კახა ასკურავამ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტა. მისი განცხადებით, ფინანსური დოკუმენტი ახალ საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა, ძველი შემადგენლობის მიერ მისი დამტკიცება “ქართული ოცნების” პოლიტიკური დაკვეთაა და მასში მონაწილეობას არ მიიღებს. დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. საბოლოოდ, ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ბიუჯეტი 14 მილიონ 434 ათასი ლარით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი