საქართველოს პრემიერ-მინისტრი „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა.
მამუკა ბახტაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.