შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატი ალგეთისა და კაპანახჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ზაურ დარგალმა მათ საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მერი.