შეხვედრა მოსახლეობასთან

15:26, 13.09.2024

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, რომელიც ასევე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულისა და გარდაბნის დელეგატია, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, მაღალმთიანი  სოფლების: წოფის, ხოჯორნის, ოფრეთის, ჩანახჩისა და ახკერპის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მიერ იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.

მსგავსი