აქცია მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ.

ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. მისი თქმით, შეკრების ორგანიზატორი არ არის და ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება, არ იცის. აქციაზე ასევე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.