ცნობილი ხდება რამდენიმე ახალი დეტალი იმ კანონპროექტიდან, რომელმაც მიწის მართვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მის მფლობელობაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწას არ დაამუშავებს, მის მიმართ, შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობაც განიხილება.
მოსალოდნელ ცვლილებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
კონსულტაციები დაწყებულია. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია მხოლოდ ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება არ ექნება.