საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეიდან ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, ანუ 16 დეკემბრამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეეძლებათ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2017 წელს მიღებული მორატორიუმი გააუქმა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მოქალაქეების სარჩელი, რომელშიც ისინი მოითხოვდნენ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლითაც მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის არსებული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და ამით ვერ სარგებლობენ იგივე ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი არ შეიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი განსხვავებულ მოპყრობას და სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.