შეხვედრა მიწის რეფორმაზე

რა ფორმით შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისა და კომპანიებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა.

ახალი ორგანული კანონის პროექტზე პარლამენტში შეხვედრები დაიწყო. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივის დეტალები არასამთავრობო სექტორს გააცნო.

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციით, მიწის ფლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლით. გამონაკლისებს სწორედ ახალი კანონი დაადგენს. მიწის მიღება, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით დაიშვება. სასოფლო მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში კი, შესაძლოა დაწესდეს ჯარიმები.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მოქმედ მესაკუთრეებზე ახალი კანონის მოთხოვნები არ უნდა გავრცელდეს, მათ შორის მიწის დაუმუშავებლობის ნაწილში.