მიწის კანონი

ვის და რა პირობებით შეეძლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა.

ამ საკითხზე მომზადებული პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. კანონპროექტის მთავარი არსი საკონსტიტუციო ჩანაწერიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში შეიძლება იყოს.

ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო შეაფერხებს.