გაერთიანებული ოპოზიციის, – „ძალა ერთობაშია“, – პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარშალის ფონდის დელეგაციას შეხვდა.
თერთმეტკაციანი დელეგაცია, რომელთა შორის არიან ჟურნალისტები, მკვლევარები და ექსპერტები, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მანამდე კი, ისინი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატების შეხედულებებს მოისმენენ.
ფონდს უკვე მიაწოდა საკუთარი პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.