ხობში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, კახა კუკავა და გოგი წულაია საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ქვეყანაში არსებული პრობლემები მიმოიხილეს და ადგილობრივ მოსახლეობას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდეს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ რთული ვითარებიდან ქვეყანას სწორედ მესამე ძალა გამოიყვანს.