შეხვედრა ლანჩხუთში მეთხილე ფერმერებთან, საუბარი გაიმართა სოფელ ქვემო აკეთში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც სახელმწიფო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მათ შორის არის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მეორე წელია, ხორციელდება. ინიციატივით 96 ათასამდე ფერმერი სარგებლობს. მათ წელს უკვე მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება.